-
ავტორი
- კატეგორიები: პედიატრი მიკრობიოლოგი
იმნაძე პაატა გიზოს ძე (11.II.1953, თბილისი), ქართვ. მიკრობიოლოგი და ეპიდემიოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნ. კანდიდატი, დაავადებათა კონტროლისა და საზ-ბრივი ჯანმრთელობის ეროვნ. ცენტრის გენ. დირექტორის მოადგილე მეცნ. დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვ., ღირსების ორდენის კავალერი (2003) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლის ლაურეატი (2002), ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (2014), თბილ. საპატიო მოქალაქე (2020). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის პედიატრიის ფაკ-ტი (1976). იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის ასისტენტი (1979-1991); დოცენტი (1991-1994); ეპიდემიოლოგიის და ჰიგიენის სამეცნ. ცენტრის დირექტორის მოადგილე (1989-1992). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ნაწლავის მიკროფლორა და იმუნური სტატუსი“ (1983). იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკულ დაავადებათა კვლევის საკოორდინაციო საბჭოს წევრი (2003-2006). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევრ. რეგიონის იმუნიზაციის ექსპერტთა კომიტეტის წევრი (2004-2011). მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნ. ცენტრის გენ. დირექტორად (1992-2010); სამეცნ. საბჭოს ხელმძღვ. (2010-2013); გენ. დირექტორის მოადგილედ (2013). იყო თსუ-ის საზ. ჯანდაცვის კათედრის დოცენტი (1997); მერილენდის უნ-ტის მეცნიერ მუშაკი (1997–1998); არის თსუ-ის საზ. ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დეპარტ. ხელმძღვ., სრული პროფ. (2005-დან). ავტორია 105 სამეცნ. ნაშრომისა და მიკრობიოლოგიის ორი სახელმძვანელოსი.
თხზ.: იმნაძე, პ. (თანაავტორი). (1997). სამედიცინო მიკრობიოლოგია. თბ., კვარი; იმნაძე, პ. (2004). ინფექციური და პარაზიტული დაავადებების ეპიდზედამხედველობა და კონტროლი საქართველოში: მეთოდ. მითითებები საზ-ვი ჯანდაცვის სამსახურისათვის : საქ. ჯანდაცვის საინფორმ. სისტემისა და დაავადებათა ეპიდზედამხედველობის რეფორმის პროექტი USAID/კავკასია / საქ. შრომის, ჯანდაცვისა და სოც. დაცვის სამინ. თბ.,